ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირან-ერაყის საზღვართან მიწისძვრამ 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა


ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სამი ათასამდე ადამიანი.

ირანული სახელმწიფო მედიის მიერ დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, მიწისძვრა კვირას, ქერმანშას პროვინციაში მოხდა. მსხვერპლის დიდი ნაწილიც სწორედ ამ პროვინციის ერთ-ერთი ქალაქში ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 328 ადამიანი. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაშავებულთა დასახმარებლად, თუმცა ირანისა და ერაყის რამდენიმე ქალაქში გაითიშა ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო სისტემები, რაც დახმარების აღმოჩენას აფერხებს.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.3 ბალი იყო. მისი ეპიცენტრი ქალაქ ჰალაბჯას მახლობლად, ერაყის ქურთისტანის რეგიონში მდებარეობდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც. ამის გამო ბევრმა ღამე ქუჩაში გაათენა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადმა განაცხადა, რომ მან სამაშველო და სამედიცინო სამსახურების თანამშრომლები უკვე გაგზავნა იქ საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ. ჩვენ გვსურს, უსაფრთხოება და დაცულობა ჩვენი ხალხისთვის“ - დაწერა მან ტვიტერზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG