აზერბაიჯანი ადგილობრივ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორებს უთვალთვალებს. დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფა აზერბაიჯანის მთავრობას ობიექტების ტელეფონზებზე წვდომას აძლევდა. ამის შესახებ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შემსწავლელი ცენტრის, „OCCRP”-ის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანმა ისრაელის კიბერ სამეთვალყურეო კომპანიის „NSO”-გან ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსი“ შეიძინა, რომელსაც შეუძლია სატელეფონო ზარების ჩაწერა და ტექსტური შეტყობინებების წაკითხვა. პროგრამის საშუალებით ასევე შესაძლებელია ფოტოებსა და პაროლებზე წვდომის მოპოვება, GPS მონაცემებზე თვალყურის დევნება და ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
ასევე ნახეთ: ტრანსატლანტიკური ერთობა - მნიშვნელოვანი, როგორც არასდროსაზერაბიჯანის შესახებ მოხსენება კომპანია “NSO”-ზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაჩნდა. კვლევამ მონაცემტა ბაზიდან გაჟონვა გამოავლინა, - საუბარია 50 000-მდე ტელეფონის ნომერზე. მიიჩნევა, რომ ეს იმ ადამიანთა ტელეფონის ნომრებისა, რომლთა შესახებ 2016 წლიდან, კომპანია “NSO”-ს კლიენტებს აქვთ.
გაჟონილი მონაცემების მიხედვით, დადგინდა გეოგრაფიული არეალი, რომელიც მოიცავს 10-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, აზერბაიჯანს, ბაჰრეინს, უნგრეთს, ინდოეთს, ინდონეზის, ყაზახეთს, მექსიკას, მაროკოს, რუანდას, საუდის არაბეთს, ტოგოს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.
ანგარიშის მიხედვით, გაჟონილი ინფორმაციიდან ასობით ნომერი აზერბაიჯანზე მოდის. საუბარია ადგილობრივ რეპორტიორებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე.
ასევე ნახეთ: ავღანეთში "როიტერის" ჟურნალისტი მოკლესმიუხედავად იმისა, რომ „არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ ბაქო “NSO”-ის კლიენტია, „წინამორბედი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს ასეა“ - აცხადებს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შემსწავლელი ცენტრი.
სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის განმავლობაში აზერბაიჯანი ერთ-ერთ ყველაზე რეპტრესიულ პოსტსაბჭოთა ქვეყნად იქცა. ალიევის თითქმის ოცწლიანი მმართველობის განმავლობაში, რთულ ვითარებაშია თავისუფალი მედია და ოპოზიცია.
ასევე ნახეთ: უკრაინის ახალი შს მინისტრი კორუფციას ბრძოლას უცხადებსკრიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ალიევის მთავრობა, ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ჯაშუშურ მეთოდებს იყენებს და უთვალთვალებს.