აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. შესაძლოა ფეთქებადსაშიშ რეგიონში ეს ახალი ომის მაუწყებელი იყოს, თუმცა ბაქო აცხადებს, რომ ეს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და სომხური სამხედრო ფორმირებების განსადევნად აუცილებელი ნაბიჯი იყო.
ნათელი არ არის ბაქოს ქმედებები სრულ მასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება და მეზობელ სომხეთს ჩაითრევს, თუ უფრო შეზღუდული სამხედრო ოპერაცია იქნება, მაგრამ სომხეთში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მის წინააღმდეგ პუტჩის მოწყობის მოწოდებების შესახებ ისაუბრა.
ასევე ნახეთ: ბაქო უარს ამბობს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების გაცემაზეყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში სამშაბათს გადაღებულ და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში, ხმამაღალი და მრავლობითი საარტილერიო დაბომბვების ხმები ისმოდა.
ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების ადამიანის უფლებების ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო დარტყმების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 11 დაიჭრა. სააგენტო „როიტერმა’ ამ განცხადების სისწორის გადამოწმება ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო.
ოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა მის განზრახვაზე, რაც არის: „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღება და ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანის უზრუნველყოფა, (და) მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაცია.“
მან თქვა, რომ სამიზნე არა სამოქალაქო მოსახლეობა, არამედ მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო ობიექტებია და „მაღალი სიზუსტის იარაღს“ იყენებენ.
სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში იყო ჩართული, დაგმო -როგორც თვითონ უწოდა - აზერბაიჯანის „სრულ მასშტაბიანი აგრესია“ მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ და აზერბაიჯანს ბრალი ქალაქების და სოფლების საარტილერიო დაბომბვაში დასდო.
სააგენტო „როიტერს“ ბრძოლის ველის შესახებ მხარეების განცხადებების გადამოწმების შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ ჰქონია.