აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ისინი კასპიის ზღვაში აფეთქების გამოწვევ მიზეზებს იძიებენ. მათივე განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაპირისგან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის ტერიორია ხანძრის გამო დაზარალდა.
ხანძარი 4 ივლისს, ძლიერმა აფეთქებამ გამოწვია. მოგვიანებით ამის ამსახველი ფოტოები მედიაშიც გავრცელდა. ვიდოებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ნათლად ჩანს ცეცხლი, რომელიც ბაქოდან ადვილი დასანახია. სამინისტროს თქმით, ისინი მომხდარს იძიებენ.
ასევე ნახეთ: მეწყრის შედეგად, იაპონიის ერთ-ერთ კურორტზე 100-მდე ადამიანი დაკარგულიასახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანია „სოკარის“ სპიკერმა, იბრაჰიმ აჰმადოვმა აზერბაიჯანულ მედიას უთხრა, რომ აფეთქება ბაქოდან დაახლოებით 75 კილომეტრში, უმიდის გაზის საბადოზე მოხდა.
აჰმადოვის თქმით, ექსპერტები უკვე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და სამუშაოების დასრულების შემდეგ, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.