ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგია დელტა ვარიანტის გამო ქვეყნის გახსნას აყოვნებს


ნორვეგიის პარლამენტის შენობა ოსლოში
ნორვეგიის პარლამენტის შენობა ოსლოში

დღეს ოსლომ გამოაცხადა, რომ შედარებით ამსუბუქებს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საკარანტინო ზომებს, თუმცა ეკონომიკის საბოლოო გახსნას ჯერჯერობით გადაავადებს. ამის მიზეზი კორონავირუსის დელტა ვარიანტია, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

აქამდე არსებობდა მოლოდინი, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედი ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგის განცხადებით, "არსებობს რისკი, რომ დელტა ვარიანტი აუცრელ ადმიანებში, ერთი დოზით აცრილებში ან მგრძნობიარე ჯგუფებში, ინფექციის მეოთხე ტალღას გამოიწვევს".

ნორვეგიის ბარებში და რესტორნებში მომსახურება ისევ ლიმიტირებულია. თავყრილობები კერძო სახლებში თუ საჯარო ადგილებში კვლავ მხოლოდ 20 ადამიანამდეა დაშვებული. შეზღუდვები ვრცელდება სპორტულ და საკონცერტო ღონისძიებებზეც.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ნორვეგიამ კოვიდ-19-ის პირველი დოზით მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი აცრა. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, სრულად იმუნიზებულია ზრდასრული მოსახლეობის 37%. ამ ეტაპზე 16-17 წლის ახალგაზრდების აცრა სურთ, რის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრის დასაწყისში ელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG