ავსტრიის კანცლერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირისპირ შეხვდა.
კარლ ნეჰამერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „პირდაპირი, ღია და მკაცრი საუბარი“ ჰქონდა. მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს პუტინის რეზიდენციაში, ორ ლიდერს შორის შეხვედრა 75 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი“.
ასევე ნახეთ: "იარაღი, იარაღი და იარაღი" - კიევის მოთხოვნა ბრიუსელს„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისთვის იყო, რომ ეს ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულია“, - ნათქვამია კანცლერის განცხადებაში.
ნეჰამერის თქმით, მან შეხვედრაზე ისაუბრა ბუჩაში მომხდარ „ომის დანაშაულებზე“ და ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ მომხდარზე პასუხისგებელმა პირებმა “პასუხი უნდა აგონ“. კანცლერის თქმით, მან ასევე უთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უკრაინაში ხალხი იღუპება“.
მოსკოვში ვიზიტამდე, ავსტრიის კანცლერი უკრაინაში იმყოფებოდა. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, მან თქვა, რომ დასავლეთის საქნცქციები რუსეთის წინააღმდეგ მით უფრო მკაცრი იქნება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი.
„შესაძლოა საკმარისი არ იყოს მას ეს ერთხელ უთხრა. შესაძლოა ათჯერ თქმა არ იყოს საკმარისი, შესაძლოა ასჯერ თქმა გახდეს საჭირო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისევ მშვიდობა იყოს და უკრაინაში ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ასევე ნახეთ: ზელენსკის თქმით, ახლა ყველაფერი ამერიკაზეა დამოკიდებული