ავსტრალიისთვის კოვიდ19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ქვეყანამ 1990 წლის შემდეგ პირველად დაიწყო საუბარი რეცესიაზე, რაც წარმოების შენელებას და ეკონომიკის შენელებულ ტემპს ნიშნავს.
მიღებული ზიანის გამო ავსტრალიაში ასობით ათასმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ავსტრალიის ხაზინის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია.
გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც 2020 წლის მეორე კვარტალში ავსტრალიაში მთლიანი შიდაპროდუქტი 7 პროცენტით არის შემცირებული. ეს კი მოსალოდნელ მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება.
ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ პანდემიამ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ყველა სექტორზე. ეს კი როგორც ავსტრალიაში ამბობენ, რეცესიაა, რომელიც 30 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ქვეყანაში.
ასევე ნახეთ: კონტროლის გარეშე გახსნა შესაძლოა გახდეს "კატასტროფის რეცეპტი"ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა მონაცემები გაცილებით გაიზარდოს, რადგან ამ დრომდე პანდემიის გამო შეზღუდვებია დაწესებული ავსტრალიის რამდენიმე შტატში.
"თუ გადავხედავთ კოვიდ19-ის სტატისტიკას ავსტრალიაში, მარტივად დავინახავთ რომ ივლისსა და ივნისში ჩვენ ძალიან კარგად და სწორი გზით მივდიოდით. თუმცა, შემდეგ ვიქტორიის შტატში ვირუსი სწრაფად გავრცელდა და ახალი მკაცრი ზომების შემოღება დაგვჭირდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვირუსი და მივმართოთ ძალისმხევა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად,"- თქვა მათიას კორმანმა, რომელიც ავსტრალიის ფინანსთა მინისტრია.