რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის გენერალურა პროკურორმა უილამ ბარმა თქვა, რომ მომდევნო კვირას თანამდებობას დატოვებს. გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბარმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეხვედრა თეთრ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ძალიან კარგი შეხვედრა შედგა გენერალურ პროკურორთან. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია. მან შესანიშნავად იმუშავა და გაართვა საქმეს თავი. ბილი თანამდებობას დატოვებს ნაადრევად და ის შობას შეხვდება თავის ოჯახთან ერთად,"- დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ასევე ნახეთ: უილიამ ბარი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულება არ აქვსაქვე, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ უილიამ ბარის გადადგომის შემდეგ, გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე ჯეფ როზენი დაიკავებს.