ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ბარი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულება არ აქვს


3 ნოემბრის არჩევნების შედეგების შეტრიალების მცდელობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უილიამ ბარმა სამშაბათ საღამოს გამოაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ვერ ნახა იმის მტკიცებულება, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა, რამაც არჩევნების შედეგი შეცვალა.

უილიამ ბარი პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. არჩევნებამდე მან ამერიკელები შესაძლო საარჩევნო გაყალბების შესახებ გააფრთხილა. თუმცა, სამშაბათს „ასოშეიტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიღებული საჩივრების საფუძველზე გამოძიება ჩაატარა და ვერ გამოავლინა იმის სამხილი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

„ამ დრომდე არ გვინახავს გაყალბების მასშტაბი, რომელსაც არჩევნების სხვა შედეგების დაყენება შეეძლებოდა,“ თქვა ბარმა.

მისი განცხადება საარჩევნო ოფიციალური პირებისა და ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორების ცნობებს ადასტურებს, რომლებიც უარყოფს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან იმის უსაფუძვლო მტკიცებას, რომ არჩევნები დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG