თალიბანი „ხუთი ლომის ველს“ უტევს - მოკლულია სულ ცოტა შვიდი ადამიანი 

მას შემდეგ, რაც ბოლო ამერიკელმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა, თალიბანი მოქმედებაზე გადავიდა. თალიბანის სამხედროები, რომლებიც უკვე ერთი კვირის განმავლობაში ქაბულიდან 150 კილომეტრის დაშორებით პანჯშირის ხეობასთან იმყოფებიან, გვიან ღამით თავდასხმაზე გადავიდნენ. ეს ერთადერთი პროვინციაა 15 აგვისტოს შემდეგ, სადაც თალიბანი კონტროლს ვერ ახორციელებს.

თალიბანის მებრძოლები ხეობის მისადგომებთან ამ დრომდე რჩებიან. შეტაკებების დროს არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. დამატებითი დეტალების დაზუსტება ამ დოისთვის ვერ ხერხდება.

ასევე ნახეთ: "ხუთი ლომის" წინააღმდეგობა ავღანეთში 

ხეობა, რომელსაც თალიბანი უტევს, დანებებას არ აპირებს. მათ სრული შეიარაღება აქვთ. ათასობით მებრძოლი მაღალმთიან ხეობაში ყველა მნიშვნელოვან წერტილს აკონტროლებს. პროვინციაში ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

ხეობაში შექმნილია ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი რომელიც თავის მხრივ სამხედრო ალიანსია და მათი მთავარი მოწინაააღმდეგე უკვე წლებია, რაც თალიბანია. წინააღმდეგობის ფრონტს აჰმად შაჰ მასმუდის ვაჟი და ამირულა სალეჰი საჰელილი ხელმძღვანელობენ. სალეჰი ავღანეთის ყოფილი ვიცე პრეზიდენტია. 15 აგვისტოს, ქაბულის დაცემის, შემდეგ მან თავი სწორედ პანჯშირის ხეობას შეაფარა და თავი ავღანეთის პრეზიდენტად გამოაცხადა.

ასევე ნახეთ: ისტორიული კადრი - ბოლო ამერიკელი სამხედრო რომელმაც ავღანეთი დატოვა

თალიბანის ხელმძღვანელი პირები გასული კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ისინი ხეობის მისადგომებთან მოლაპარაკებებისთვის იყვნენ მისული, თუმცა 30 აგვისტოს გვიან ღამით მათ ხეობაზე პირველი იერიში მიიტანეს.