"ასტრაზენეკას" მიერ პარასკევს დაანონსებული სიახლე უკვე ცნობილია. ბრიტანულმა კომპანიამ კოვიდ-19-თან საბრძოლველად ვაქცინა შექმნა, რომელიც 70% ეფექტურია. მონაცემებს დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევები უდევს საფუძვლად. კვლევაში 24 ათასამდე მოხალისე იყო ჩართული.
ცდების პერიოდი ორ ნაწილად იყო დაყოფილი. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ბრიტანული ვაქცინის ეფექტურობის საშუალო მონაცემმა 70 პროცენტი შეადგინა.
ასევე ნახეთ: ჯანმო რემდესივირთან დაკავშირებით ინფორმაციას ანახლებს და ექიმებს მიმართავსპირველ სქემაში 11 636 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეებს ჯერ ნახევარი დოზა გაუკეთეს, შემდეგ კი სრული დოზა. კოვიდ-19-თან ბრძოლაში პირველმა ფაზამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 62%-იანი შედეგი კი მეორე სქემის დროს დაიდო, რომელში მონაწილე პირებსაც პლაცებო გაუკეთეს. ეფექტურობის საბოლოო საშუალო მონაცემმა 70% პროცენტი შეადგინა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობას აჩვენა.
კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 60 მილიონამდეა.