მილიონობით ამერიკელი რომელიც პანდემიის პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩა და დაახლოებით 10 თვეა მთავრობისგან დახმარებას იღებს შესაძლოა შეღავათების გარეშე დარჩეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამერიკის კონგრესი არ გაახანგძლივებს სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებს.
ეს პროცესები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც გარკვეულწილად დახმარების ნაწილი გაჩერებულია. საუბარია, ივლისში ყოველკვირეულ 600 დოლარიან დახმარებაზე. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ზამთრის განმავლობაში უფრო მეტი ამერიკელი დარჩეს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე.
ამერიკის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით უფრო და უფრო მეტად იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამებით სარგებლობენ. თუ კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმებას ვერ მოახერხებენ დახმარების პაკეტების შესახებ 13 მილიონზე მეტი ადამიანი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
თვეებია რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები ვერ ახერხებენ შეთანხმდნენ დახმარების პაკეტზე, ზაფხულის განმავლობაში ორივე პარტიის წარმომადგენლებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა, თუმცა ვერცერთზე შეჯერება ვერ მოხერხდა.
ამერიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 13 მილიონი ადამიანია სამსახურის გარეშე დარჩენილი და უახლოეს თვეებში, შესაძლოა, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ყველაზე დიდი უმუშევრობის ზრდა ამერიკაში გაზაფხულზე დაფიქსირდა.
Facebook Forum