ვიკილიქსის დამფუძნებელი თავს დანმაშავედ არ ცნობს და მოითხოვს აშშ-მ შეწყვიტოს დევნა.
მას შემდეგ რაც ეკვადორმა ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ვიკილიქსის დამფუძნებელი ბოლო ორი თვის მანძილზე პირველად, საზოგადოებას ლონდონში ეკვადორის საელჩოდან მიესალმა. მხარდამჭერებთან ერთად, შეკრებილთა შორის მრავლად იყვნენ პოლიციელები და ჟურნალისტები. ასანჟმა თანამოაზრეებს და ეკვადორის მთავრობას მადლობა გადაუხადა თავშესაფრის ძიების პროცესში აღმოჩენილი თანაგრძნობისთვის.
ვიკილიქსის დამფუძნებელს არაფერი უთქვამს მის წინააღმდეგ შვედეთში სქესობრივი ძალადობის მოტივით წარმოებულ საქმეზე. ამ საქმის გამო დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ - მისი ექსტრადიცია მოეხდინა შვედეთში - ასანჟს გადააწყვეტინა ეკვადორის საელჩოში თავშესაფარ მოენახა. მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ არსებული იურიდიული ხასიათის პრობლემები პროფესიულ საქმიანობას უკავშრდება და ვიკილიქსის მოღვაწეობასთან არის ასოცირებული-საიტისა, რომელმაც ამერიკის მთავრობის ათასობით საიდმულო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ლონდონში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ასანჟმა ახალი მოთხოვნები გააჟღერა. ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ეკვადორში მისთვის თავშესაფრის მინიჭების დოკუმენტაციაში ასანჟს ეკრძალება პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება:
„ამერიკამ უნდა დაივიწყოს ვიკილიქსის დევნა და ფარდა უნდა ახადოს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოძიებას. ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიები, რომ ჩვენ თანამშრომლებს ან მხარდამჭერებს პასუხისგებაში არ გადასცემენ.“
ვიკილიკსის თანამშრომლები ამ ვებ-გვერდის მესვეურმა იმ ჟურნალისტებად მოიხსენია, რომლებიც ძლიერთა ამა ქვეყნისა საიდუმლო დანაშაულებებს ფარდას ხდიან. მან აქვე ამერიკელი რიგითის ბრედლი მენინგის გათავისუფლებისკენ მოუწდა. მენინგი, ვილკილიკსისთვის საიდუმლო დოკუმენტაციის მიოწოდებაშია ბრალდებული.
კონფიდენციალური დოკუმენტების გასაჯაროება ბევრ ქვეყანაში დანაშაულად ითვლება, თუმცა ამერიკის კონსტიტუციით გარანტირებული პრესის თავისუფლების მუხლი ჟურნალისტებსა და გამომცემლებს სასამართლო დევნისგან იცავს.
ასანჟის გამოჩენამდე საზოგადოების ჩინაშე მისი იურიუდიული მრჩეველი, ყოფილი ესპანელი წინააღმდეგობრივი მოსამართლე ბალთაზარ გარსონი წარსდგა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიკილიკსის მესვეური მებრძოლ განწყობას ინარჩუნებდა.
ჯულიან ასანჟი თავს დამნაშავედ არ ცნობს და თანახმაა შვედმა პროკურორებმა ის დიდ ბრიტანეთში დაკითხონ. მისი მომხრეები ეჭვობენ, რომ შვედეთში ჩასვლის შემდეგ შესაძლოა მისი ექსტრადიცია უფრო მარტივად განხორციელდეს ამერიკაში. ამ წუთებისთვის ასანჟის წინააღმდეგ ამერიკაში არ არის საქმე აღძრული და არ არსებობს არც მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ.
ვიკილიკსის დამფუძნებელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში რჩება. თუ იგი საელჩოს დატოვებას შეეცდება, სკოტლანდ იარდი მას დააკავებს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა გაფრთხილება, რომ საელჩოში პოლიციას შეიყვანდა თუ ეკვადორის დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ სტატუსის დარღვევას შეეცდებოდა.
თუმცა, ოფიციალური ლონდონი იტყობინება, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მუქარამ კი თავისი შედეგი გამოიღო როგორც ასანჟის მომხრეებში, ისე სამხრეთ ამერიკის დიპლომატიურ წრეებში. მიმდინარე კვირას, ეკვადორის მხარდასაჭერად სამხრეთ ამერიკის კონტინენტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება.