ამერიკა ცხრაწლიან ომს ამთავრებს

ამერიკა ცხრაწლიან ომს ამთავრებს

უკანასკნელმა კოლონამ 500 ჯარისკაცით დატვირთული 100 სამხედრო მანქანა კვირას კუვეიტთან საზღვრის მხრიდან დატოვა

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების უკანასკნელმა კოლონამ ერაყი დატოვა. ასე დასრულდა თითქმის 9-წლიანი ომი, რომელმაც ადგილობრივი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი, გაანეიტრალა და ერაყის არამყარი დემოკრატია აჯანყებულთა და სექტანტურ დაჯგუფებათა საფრთხის წინ პირისპირ დატოვა.

უკანასკნელმა კოლონამ 500 ჯარისკაცით დატვირთული 100 სამხედრო მანქანა კვირას კუვეიტთან საზღვრის მხრიდან დატოვა. ერაყში მხოლოდ რამდენიმე ასეული უსაფრთხოების მოსამსახურე რჩება, რომლებიც ბაღდადში მდებარე ამერიკის საელჩოში არიან დისლოცირებულნი.

ერაყის ომმა თითქმის 4 500 ამერიკელი არისკაცის და ათობით ათასი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. კამპანია შეერთებული შტატების ბიუჯეტს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა. მაშინ, როცა ომმა პიკს მიაღწია, ერაყის 500 სამხედრო ბაზაზე 170 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ მოწერილი ხელშეკრულებით შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო სამხედრო ძალები 2011 წლის დასასრულამდე გამოეყვანა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის მთავრობისადმი მიცემული პირობა პირნათლად შეასრულა.