რუსეთში მიტინგები გრძელდება

რუსეთში მიტინგები გრძელდება

პუტინი ავტორიტარულ რეჟიმს გაამყარებს და სტალინის შემდეგ რუსეთის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე დიდი ხნის მმართველი გახდება

კვირას მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის ქუჩებში ათასობით მომიტინგე საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა. თუმცა, მონაწილეთა რაოდენობა გასული კვირის აქციებზე მისულ რუს მოქალაქეებს შესამჩნევად აღემატებოდა.

მოსკოვის გამოსვლის მთავარი ორგანიზატორი კომუნისტური პარტია იყო, პეტერბურგში კი რამდენიმე ოპოზიციური პარტია აქტიურობდა. ოპოზიციის აზრს უცხოელი დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ადასტურებენ. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ 4 დეკემბერს რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც პრემიერ პუტინის მმართველმა პარტიამ მოიგო, უამრავი დარღვევა და გაყალბება დაფიქსირდა.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე უპრეცენდენტო სახალხო გამოსვლების მიუხედავად ექსპერტები 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას ძველებურად პუტინს უწინასწარმეტყველებენ. სავარაუდოდ ის და რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი -დმიტრი მედვედევი- ერთმანეთს პოსტებს გაუცვლიან.

რუსეთის მოქალაქეები სამართლიან პროტესტს გამოთქვამენ აღნიშნული ფაქტის გამო და შიშობენ, რომ პუტინი ავტორიტარულ რეჟიმს გაამყარებს და სტალინის შემდეგ რუსეთის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი გახდება.