რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ოპოზიციას აკრიტიკებს. მისი განცხადებით ოპოზიციას არ გააჩნია მკვეთრად დასახული მიზნები და ლიდერი. ამასთან, მან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაზეც უარი განაცხადა. თავის მხარდამჭრებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია ერთიანი გეგმა, ნათელი წარმოდგენა თუ როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს და არც ის პირი ვინც რაიმე შედეგს მიაღწევს. მარტის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი პრემიერმა დაამატა, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება და იმისათვის, რომ გაიმარჯვოს მას არჩევნების შედეგების გაყალბება სრულებითაც არ სჭირდება.