სირიის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თავის მხრივ საფრანგეთმა დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდა მოითხოვა. დამკვირვებლების მცირე ჯგუფი ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ.
ბრიტანეთში მომქმედი სირიის ადამინთა უფლებების დამცველი სადამკვირვებლო ჯგუფი აცხადებს, რომ ოთხშაბათს ქალაქი ჰამა დაიბომბა, რომლის დროსაც დაიღუპა 12 ადამიანი. აქტივისთების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგივე სამთავრობო ძალების მიერ დაიბომბა დამასკოსის გარეუბანი. ორი ადამიანი მოკლულია სნაიპერების მიერ. მეამბოხეებმა კი დარაას პროვინციაში სამი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.