ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმა სულ ცოტა შვიდი ადამიანი მოკლეს, მაშინ როდესაც გაეროს დამკვირვებელთა მცირე ჯგუფი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა სირიაში.

ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, როდესაც სამთავრობო ძალებმა სამგზავრო ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი ერთ-ერთ საგუშაგოზე იდლიბის პროვინციაში.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადების თანახმად ჯარისკაცებმა იდლიბის პროვინციაში ერთი ტერორისტი მოკლეს, რომელიც თურქეთის ტერიტორიიდან სირიაში გადმოსვლას ცდილობდა.

სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ორი ადამიანი დამასკოს გარეუბანში მოკლეს, ერთი ბავშვი კი დაირ ელ-ზურის რაიონში ატეხილი სროლის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG