იტალიის პრემიერი ეკონომიკური რეფორმების დამტკიცების შემდეგ დატოვებს თანამდებობას
აღნიშნული განცხადება პრემიერის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ გააკეთა. სიახლე მან ბერლუსკონის მიერ პარლამენტში კენჭისყრის შედეგად ეკონომიკური პაკეტის გატანის შემდეგ რამდენიმე საათში გაახმოვანა. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა, კენჭისყრისას პარლამენტში მისი დასუსტებული მთავრობის უმრავლესობის მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვა.
კენჭისყრა ბერლუსკონის ნდობის ვოტუმად აღიქმებოდა.
საპარლამენტო პროცედურის შემდეგ, პრემიერ მინისტრის ოპოზიციამ ბერლუსკონის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.
ბერლუსკონის წასვლით, იტალიის პრემიერ მინისტრის ხანგრძლივი და ხშირად, ბობოქარი კარიერა დასრულდება.