კრიტიკა ნიუტ გინგრიჩის განცხადებებმა გამოიწვია, რომ პალესტინელები "გამოგონილი" ერია.
პალესტინური მხარე ნიუტ გინგრიჩს განცხადების გამო აკრიტიკებენ. ამერიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პალესტინელ ხალხს "გამოგონილი" უწოდა.
ამერიკაში დაფუძნებული ებრაული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გინგრიჩმა გადაუხვია ამერიკის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც პალესტინური სახელმწიფოს შექმნას უჭერს მხარს.
"პალესტინა როგორც სახელმწიფო არ არსებობდა, არამედ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. მგონია, რომ საქმე გვაქვს გამოგონილ პალესტინელ ხალხთან. სინამდვილეში ისინი არაბები არიან და ისტორიულად, არაბული საზოგადოების ნაწილს წარმოადგენდნენ. მათ გადაადგილების საშუალება ყველგან ქონდათ. ისრაელთან კონფლიქტი კი 1940 წლებიდან გრძელდება და ეს ტრაგედიაა." -თქვა გინგრიჩმა.
პალესტინურმა მხარემ ამ განცხადებებს რასისტული უწოდა.