აშშ-მა სირიაში საელჩო დახურა და იქ დარჩენილი დიპლომატები ქვეყნიდან გაიწვია. სირიის მთავრობა კი ამასობაში აგრძელებს ჰომსში მეამბოხეებზე ძალადობას და რაკეტებსა და ნაღმტყორცნებსს იყენებს მათ წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ს ელჩმა სირიაში რობერტ ფორდმა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წამომადგენელმა დატოვა დამასკო და იორდანიის დედაქალქში ამანში გაემგზავრნენ. შესაბამისად აქ მოხდება სირიაში მყოფი ამერიკელი მოქლაქეებისთვის საკონსულო საკითხების მოგვარება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი "არაადექვატურია" და ამიტომ ქალაქის ცენტრში მდებარე საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.