ბოლო დღეებში განვითარებული ძალადობის შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ყირგიზეთი 400 000-მა ეთნიკურმა უზბეკმა დატოვა.
გაეროს ჰუმანიტარული ოფისის პრეს მდივანმა ელიზაბეტ ბირსმა განაცხადა, რომ 100.000- მდე უზბეკმა დევნილმა თავშესაფარი უზბეკეთისგან მოითხოვა.
შეტაკებები ეთნიკური მოტივით ყირგიზებსა და უზბეკებს შორის 10 ივნისს დაიწყო, ყირგიზეთის სამხრეთ ქალაქებში ოშსა და ჯალალაბადში ოფიციალური ინფორმაციით 190- მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის დროებითი მთავრობის ლიდერებისა და ორგანიზაცია წითელი ჯვრის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი იყოს.