ყირგიზეთის პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული ალმაზბეკ ატამბაევი გახდა, რომლის ინაგურაცია ამ ქვეყნის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარდა.
ატამბაევი ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც 30 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 62% მიიღო.
ყირგიზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, ატამბაევი 6 წლის ვადით არის არჩეული ამ თანამდებობაზე.