შეკვეცები 2013 წლის ბიუჯეტში

შეკვეცები 2013 წლის ბიუჯეტში

დემოკრატები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვა საშინაო პროგრამების დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგებიან.

შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, 2013 წლიდან ავტომატურად შეიკვეცება თავდაცვის და საშინაო პროგრამების ბიუჯეტი, რადგან კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა ვერ მოახერხა ამერიკის ფედერალურ დეფიციტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.

კონგრესმენთა ნაწილს პრეზიდენტ ობამას მიერ ვეტოს გამოყენების მუქარის მიუხედავად, რამდენიმე წამყვანი ფედერალური პროგრამისთვის დაფინანსების შეწყვეტა სურს.

წლის დასაწყისში ბიუჯეტის სეკვესტრი 1,2 ტრილიონი დოლარით იყო დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ მოხუცებისთვის განკუთვნილ სამედიცინო შემწეობის პროგრამას, სუბსიდიებს ტრანსპორტის სფეროში, ასევე შემცირდება თავდაცვის ბიუჯეტი.

ბიუჯეტის სეკვესტრის გამო დემოკრატები ვერ მალავენ შეშფოთებას, რომლებიც წინააღმდეგნი არიან, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვა საშინაო პროგრამებს შეუმცირდეთ დაფინასება.

თავის მხრივ რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ პენტაგონის ბიუჯეტის შემცირება ეროვნულ უსაფრთხოებას დააზარალებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის ლეონ პანეტას განცხადებით:

“ თუ სეკვესტრი ორჯერ შეამცირებს ჩვენს ბიუჯეტს, ეს მართლაც დიდ დარტყმას მიაყენებს ეროვნული თავდაცვის სისტემას.“

თეთრი სახლის პრეს-მდივანის ჯეი კარნეის განცხადებით, სეკვესტრი მტკივნეულ შედეგებს გამოიწვევს და აიძულებს კონგრესს იმოქმედოს.

კონგრესს შეუძლია კანონის დამტკიცება ხარჯვითი ნაწილის დაბლოკვის გზით. პრტეზიდენტი ობამა მიესალმება ბიუჯეტის ახალ გეგმას, იმ შემთხვევაში, თუ ის დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს სეკვესტრის მსგავსად.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით:

“ზოგიერთი კონგრესმენი ცდილობს ხარჯვითი ნაწილის ავტომატური შემცირება თავიდან აიცილოს, მაგრამ მათ გასაგონად ვამბობ, რომ ამგვარი მცდელობის წინააღმდეგ ვეტოს უფლებას გამოვიყენებ.“

ვეტო კიდევ უფრო გაამძაფრებს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობას, როდესაც პრეზიდენტი ობამა, კონგრესი და სენატის ერთი მესამედი საარჩევნო ციებ-ცხელებაში იქნებიან ჩაბმულნი.