ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰაველი ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ხავერდის რევოლუციად წოდებულ სახალხო მოძრაობას ედგა სათავეში.

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰაველი ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ხავერდის რევოლუციად წოდებულ სახალხო მოძრაობას ედგა სათავეში, რამაც კომუნისტური წყობა ჩეხეთში დაამხო და ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. 1989 წელს ვაცლავ ჰაველი ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. 2003 წლამდე იგი ქვეყნის მეთაური იყო და მის მართველობის დროს- 1993 წელს ჩეხოსლოვაკია ჩეხეთისა და სოლვაკეთის რესპუბლიკებად დაიყო.

აღსანიშნავია, რომ ვაცლავ ჰაველი თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო და ხანდაზმულობის ასაკამდე ეწეოდა. ბრონქების ქრონიკული დავადებისა და კომუნისტური რეჟიმის დროს ციხეებში გატარებული წლების გამო , მას ბოლო დროს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა.