რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო კამპანიას მიჩიგანში მართავენ. ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი სამშაბათს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მთავარი ბრძოლა მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის და ყოფილ სენატორ რიკ სანტორუმს შორის გაიმართება. ასევე გამოკითხვების შედეგების თანახმად, მიჩიგანის მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა ეკონომიკა და უმუშევრობაა.