ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში პრაიმერი გრძელდება


ფლორიდაში პრაიმერი გრძელდება
ფლორიდაში პრაიმერი გრძელდება

დღეს ფლორიდის შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის შედეგად საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის შტატის გამარჯვებული გამოვლინდება. როგორც ელიან, ფლორიდის პრაიმერი კანდიდატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, საბოლოო ნომინაციის მოსაპოვებლად. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი და მულტიმილიონერი მიტ რომნი 14 პროცენტით უსწრებს მის უახლოეს მეტოქეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს. ორივე კანდიდატმა ფლორიდაში ძლერი საარჩევნო კამპანია გამართა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფლორიდის პრაიმერის შედეგებს უდიდესი გავლენა ექნება საბოლოოდ რესპუბლიკური პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარი მეტოქე.

XS
SM
MD
LG