თავდასხმა გუშინ ბადახაქშანის პროვინციაში მოხდა, რომელიც ტაჯიკეთსა და ჩინეთს ესაზღვრება.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თალიბები ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთის ტერიტორიაზე განლაგებულ პოლიციის საგუშაგოებს თავს დაესხნენ. თავდასხმა გუშინ ბადახაქშანის პროვინციაში მოხდა, რომელიც ტაჯიკეთსა და ჩინეთს ესაზღვრება.
აღნიშნული თავდასხმის დროს, ოთხი პოლიციელი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა, ხოლო 16 კი - ტყვედ ჩავარდა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო საჯარისო ნაწილებმა გამოსვლა დაიწყეს და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, 2014 წლისათვის მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცემათ.