შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი იემენში ალ-ყაიდას გავლენის ზრდით შეშფოთებულნი არიან.
იემენის უშიშროების ჩინოსნების განცხადებით, საჰაერო დარტყმის შედეგად ალ-ყაიდას 10 მეამბოხე გაანადგურეს.
თვითმხილველთა თქმით, შეტევა პარასკევს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა განახორციელა. ალ-ყაიდას მეამბოხებმა იემენში პოზიციები საგრძნობლად გააძლიერეს, რის შედეგადაც ალი აბდულა სალეჰმა თანამდებობა დატოვა. შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი იემენში ალ-ყაიდას გავლენის ზრდით შეშფოთებულნი არიან.