პაპანდრუემ განაცხადა, რომ თუკი ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა ჩავარდება, ქვეყანას დაღუპვისთვის იქნება განწირული.
საბერძნეთის ლიდერებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი სესხის აღებაზე საუბრობენ. სოციალისტური პარტიის ლიდერმა გეორგეო პაოპანდრეუმ და ახალი დემოკრატილი პარტიის ლიდერმა ანტონის სამარასმა კანონმდებლებს მიმართეს და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მხარდაჭერა სთხოვეს, მათი განცხადებით, ეს არის ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის მიზნით. პაპანდრუემ განაცხადა, რომ თუკი ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა ჩავარდება, ქვეყანას დაღუპვისთვის იქნება განწირული.
„ჩვენ ვსაუბრობთ ქაოსზე, ვსაუბრობთ უფრო საშიშ და მტკივნეულ შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ხალხისთვის ვისაც ფული არ აქვს, საშუალო და დაბალი სოციალური ფენისთვის,“ - განაცხადა პაპანდრეუმ.