გაფიცვა ეგვიპტეში

გაფიცვა ეგვიპტეში

სამხედრო საბჭო უფლებამოსილების გადაცემას პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გეგმავს

ეგვიპტელი აქტივისტები პრეზიდენტ მუბარაქის დამხობის ერთი წლისთავის აღნიშვნას საყოველთაო გაფიცვით აპირებენ.

ამავდროულად, ეს იქნება პროტესტი ქვეყნის სამხედრო ლიდერების მიმართ, რათა მათ ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცენ. შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ისინი ქვეყანას არ დააყენებენ საფრთხის წინაშე და არ დაექვემდებარებიან ზეწოლას, რომ დააჩქარონ სამოქალაქო მმართველობის დამყარება. სამხედრო საბჭო უფლებამოსილების გადაცემას პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გეგმავს.