ერაყის მომავალი

ერაყის მომავალი

ქვეყანაში პროგრესის მიღწევას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ბაღდადის ქუჩებში ერაყის ჯარის ნაწილებსა და პოლიციის საგუშაგოებს შეხვდებით.

მიუხედავად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა, ქვეყანაში ძალადობის ფაქტები მაინც შეინიშნება. მუჰამედ აბად ჰუსეინი, რომელიც ბომბის აფეთქებას გადაურჩა, აღნიშნული ვითარებით შეშფოთებულია:

„მგონია რომ ეს ყველაფერი არასდროს დამთავრდება. ხალხი კვლავ განსაცდელშია. სანამ პოლიტიკური კრზისი იქნება, ამ ვითარებას დასასრული არ უწერია. “

ქვეყანაში პროგრესის მიღწევას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ერაყელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ ქვეყნის კონტროლი მხოლოდ პოლიტიკოსებისა და შეიარაღებულ რელიგიურ ჯგუფებს დარჩათ, მაშინ ერაყს განვითარება არ უწერია.

„ერაყი ბნელ ხანაში აღმოჩნდება, თუ ხალხი, რომელსაც ქვეყნის მმართველობა ევალება, მხოლოდ საკუთარ ინტერესზე იზრუნებს და არა ქყვეყნის კეთილდღეობაზე,-“ ამბობს ერაყელი რეფატ მარჰუნი.

ერაყში რვაწილიანი ომი, 2003 წელს ქვეყანაში ამერიკული ჯარის შესვლით დაიწყო. საბრძოლო ოპერაციების შედეგად, ათობით ათასი ერაყელი დაიღუპა. ბაღდადში მცხოვრები თერთმეტი წლის გოპრან ჰასირი დღესაც შიშის ქვეშაა:

„ქუჩაში გამოსვლისას მეშინია, რომ ბომბი აფეთქდება, ან გამიტაცებენ ანდა მომკლავენ.“

მურტადა ჰომადი, დაცვის ადგილობრივი კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ ამერიკელების ერაყში შემოსვლას, თავისუფლებასთან ერთად არასტაბილურობაც მოჰყვა:

„სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობით ბედნიერები ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს ბევრი ცუდი შედეგიც მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალ-ყაიდამ ბომბების აფეთქება დაიწყო.“

სექტარულმა ზალადობამ 2006 წელს, ერაყი სამოქალაქო ომის პირამდე მიიყვანა. ახლა ერაყის ქუჩებს ჯარისკაცები და პოლიციელები აკონტროლებენ; თუმცა საგუშაგოების უმრავლესობაზე შიიტების რელიგიური დროშები შეინიშნება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი სუნდუს აბასი ერაყის მომავალს ეჭვის თვალით უყურებს:

„სხვა ერაყელების მსგავსად ძალიან ვწუხვარ ქვეყნის ბედზე, რადგან სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ რომ ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.“

აბასი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტი დემოკრატიის მშენებლობა, ასე რომ ქვეყნის მომავალი, მთლიანად ერაყელი ხალხის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.