შეხვედრა ქაიროში

შეხვედრა ქაიროში

დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ეკონომიკური სანქციების და მგზავრობის აკრძალვების დაწესება

ეგვიპტის დედაქალაქში არაბული ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ისინი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებების განხორციელების გზებს განიხილავენ.

მინისტრების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ეკონომიკური სანქციების და მგზავრობის აკრძალვების დაწესება სირიის რეჟიმის ლიდერების მიმართ.

ასევე განხილული იქნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალან ჟუპეს წინადადებამ, რომელიც სირიაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას და მოქალაქეების დასაცავად საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას ითვალისწინებს.