არჩევნები ესპანეთში

არჩევნები ესპანეთში

წინასწარ გამოკითხვებში მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია ლიდერობს.

დღეს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამის მიზეზი კი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი გახდა. როგორც მოსალოდნელია, არჩევნებში ოპოზიციაში მყოფი კონსერვატორები გაიმარჯვებენ, რითაც სოციალისტების რვაწლიან მმართველობას დაასრულებენ. წინასწარ გამოკითხვებში მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია ლიდერობს, რომელსაც სათავეში მარიანო რიხოი უდგას.

სოციოლოგების აზრით, სწორედ ეს პარტია შეძლებს ესპანეთის 350 ადგილიან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. რიხოის მთავარი მეტოქე სოციალისტების ლიდერი ალფრედო პერეზ რუბალკაბაა. ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეზ ზაპატერომ გადაწყვიტა აღარ იყაროს მესამე ვადით კენჭი. ესპანეთში ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისი საგრძნობლად გამწვავდა. უმუშევრობის დონემ ქვეყანაში უკვე 21,5 პროცენტს მიაღწია.