მორიგი პრაიმერები დასრულებულია

მორიგი პრაიმერები დასრულებულია

არიზონას და მიჩიგანის შტატებში ჩატარებულ პრაიმერში მიტ რომნიმ გაიმარჯვა. რესპუბლიკელ კანდიდატებს-მიტ რომნისა და რიკ სანტორუმს შორის ამ შტატში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართა. რომნის მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა დასჭირდა რათა მისი მეტოქის რეიტინგი დაეწია. თუმცა რიკ სანტორუმს უკანსაკნელ პრაიმერებში გამარჯვება უმაგრებდა ზურგს. სამ შტატში კოლორადოში, მინესოტასა და მისურიში მიღწეული წარმატების ხარჯზე მიტ რომნისა და რიკ სანტორუმის საარჩევნო ხმები თანაბრად განაწილდა წინასწარ გამოკითხვებში.
მიჩიგანის შტატი რომნის მშობლიურ შტატად ითვლება. ის იქ დაიბადა, ხოლო მამამისი მიჩიგანის საკმაოდ პოპულარული გუბერნატორი იყო.