ქაიროში ეგვიპტეს შეიარაღებულ ძალებსა და დემონსტრაციის მოანწილეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება რამდენიმე საათი გაგრძელდა და შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სავარაუდოდ, 255 დაშავდა. დემონსტრაციის მონაწილეები ეგვიპტეში სამხედრო მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ.
ნოემბრის ბოლოდან, ეგვიპტეს მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ ასობით ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება. ისინი ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარასკევს მომხდარი შეტაკების მიზეზი პოლიციის მიერ ერთ-ერთი მონაწილის დაკავება და მისი სასტიკი ცემა გახდა.
შეტაკება სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის თაჰრირის მოედანზე დაიწყო და მეზობლად ახლომდებარე
ქუჩებში გაგრძელდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თაჰრირის მოედანთან შეკრებილ მომიტინგეებს მინისტრთა კაბინეტის შენობის სახურავიდან სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ადამიანები ქვებს ესროდნენ.