რუსეთში ანტისამთავრობო გამოსვლები დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინის გამარჯვებაა მოსალოდნელი და ის მესამე ვადით გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. გამოკითხვა ლევადას ცენტრმა ჩაატარა.შედეგების მიხედვით, პუტინს ამომრჩეველთა 66 პროცენტი უჭერს მხარს.
გუშინ ლუჟნიკების სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებს თავად პრემიერ-მინისტრმა მიმართ და 4 მარტის არჩევნებში გამარჯვებას შეპირდა.
მანამდე მოსკოვში პუტინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო, რაც იყო ერთგვარი პასუხი პუტინის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე. რუსეთში ანტისამთავრობო გამოსვლები დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.