ლიბიელებმა კადაფიზე გამარჯვება იზეიმეს

ლიბიელებმა კადაფიზე გამარჯვება იზეიმეს

ლიბიის რევოლუცია დასრულებულია. ამის შესახებ გარდამავალი მთავრობის ლიდერებმა გუშინ განაცხადეს. ამას კი წინ უსწრებდა მუამარ კადაფის ბოლო სიმაგრის ქალაქ სირტის აღება და თავად კადაფის მკვლელობა. ტრიპოლიდან რევოლუციის წარმატების დეტალებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი მუშაობდა.

ლიბიელები დიქტატურისგან გათავისუფლებას ტრიპოლის მოედნებზე სიმღერებით და ოვაციებით აღნიშნავენ. ბევრი ტრიპოლელი ბენღაზიში გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ლიბიაში მდებარე ქალაქი ბენღაზი რევოლუციონერთა უმთავრესი საყრდენი წერტილი იყო. ამიტომ გარდამავალმა საბჭომ რევოლუციის გამარჯვება და ლიბიის გათავისუფლება სწორედ აქ გამოაცხადა. ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა სახალხო ლაშქრის მებრძოლებს მუამარ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ისლამური კანონით იხელმძღვანელებს, კერძოდ ბანკებს აეკრძალებათ პროცენტის დარიცხვა და მამაკაცებს შეეძლებათ ოთხი ცოლის მოყვანა, ისე რომ არ დასჭირდებათ პირველი ცოლისგან ნებართვის აღება, როგორც ეს კადაფის დროს იყო სავალდებულო.

ჯერჯერობით არავინ იცის თუ როგორ აღიქვამენ ამ ახალ კანონებს ლიბიელები, განსაკუთრებით ქალები, რომლებმაც რევოლუციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ტრიპოლიში, წამებულთა მოედანზე ხალხი მომავალი ლიბიის შესახებ სუაბრობს, თუმცა როგორი იქნება ქვეყნის მომავალი ცხოვრება არავინ იცის.

„ლიბია ეხლა თავისუფალია, ჩვენ ისტორიაში მუამარ კადაფის გვერდი გადავფურცლეთ,“ - ამბობს ლიბიელი მამაკაცი.

კადაფის რეჟიმის დასრულებას და რევოლუციის გამარჯვებას აქ შეკრებილი ქალებიც ზეიმობენ. ერთერთი მათგანის თქმით, ლიბიელმი ხალხი მადლობას უხდის იმ ქალებს და მამაკაცებს რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის.

„დღევანდელი დღე გამარჯვების გამცხდაები დღეა და დღედიან ჩვენ ახალი ლიბიის მშენებლობას ვიწყებთ და დრაწმუენბულნი ვართ რომ ლიბია სწორი გზით წავა,“ - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

ტრიპოლიში მთავარ მოედანზე შეკრებილი ადამიანები აქ ბავშვებით და ოჯახებით იყვნენ მოსულები. ისინი გამარჯვებულ მეომრებს შეძახილებით და ოვაციებით ხვდებოდნენ. ჯარისკაცები კი ხალხიგან მირთმეულ ყვავილებს ავტომატების ლულებში უყრიდნენ, რითაც ომის დასრულებას და მშვიდობის დადგომას აღნიშნავდნენ.