გაეროს ინფორმაციით, იაპონიამ რამდენიმე უცხოური საძიებო და სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა გამანადგურებელი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების გადასალახად.
ჟენევაში არსებული გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისი აცხადებს, რომ იაპონიამ უკვე ნება დართო ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის და ამერიკის რაზმებს ჩავიდნენ ქვეყანაში. ამ ფონზე, 45 ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა მაშველების გასაგზავნად.
ბან-კი მუნმა აღნიშნა, რომ იგი შოკირებული და შეშფოთებულია მომხდარით. გუშინ მან განაცხადა, რომ გაერო ყველაფერს და ნებისმიერ ზომას მიმართავს დახმარების მიზნით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ მინისტრს ნაოტო კანს ესაუბრა და პირობა მისცა, რომ ამერიკა დახმარებას გაიღებს. ობამამ აღნიშნა, რომ ერთი ამერიკული ავიამზიდი უკვე იაპონიაშია, მეორე კი იაპონიისკენ მიემართება.