პაკისტანმა, თორხუმის საზღვარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ხუბერის რეგიონს ესაზღვრება - გადაკეტა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთში ნატოს ჯარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზას ქვეყანა სასწრაფოდ გახსნის.
პაკისტანმა, თორხუმის საზღვარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ხუბერის რეგიონს ესაზღვრება მას შემდეგ გადაკეტა, რაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვერტმფრენებმა პაკსიტანის სამხედრო პოსტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
ნატო-პაკისტანის საერთო გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელ მფრინავებს სამხედროები მეამბოხეებში აერიათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა.