იემენში ორი სხვადასხვა აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი თვითმკვლელი ტერორისტი. ხელისუფლების ინფორმაციით, თავდაპირველად ორი ტერორისტი ქალაქ ბაიდაში რესპუბლიკური გვარდიის ბანაკს დაესხა თავს, მოკლეს ერთი ჯარისკაცი და დაჭრეს ხუთი. რამდენიმე საათის შემდეგ, ქალაქ მუქალაში ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტის სამიზნე ადგილობრივი უშიშროების შენობა იყო. ხელისუფლებამ ტერაქტში ალ-ყაიდას დასდო ბრალი.