ტოკიოს სასმელ წყალში რადიაცია დაფიქსირდა

ტოკიოს სასმელ წყალში რადიაცია დაფიქსირდა

იაპონიის მთავრობის განცხადების თანახმად ტოკიოს სასმელ წყალში რადიაქტიური იოდის დაშვებულზე ორჯერ მეტი დონე დაფიქსირდა, რაც საშიშია ჩვილი ბავშვებისათვის.

ამ გაფრთხილებას მოჰყვა მაღაზიებში ბოთლში ჩასხმული სასმელი წყლის მასობრივი შესყიდვა. ამ ფაქტის გახმაურება მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ შეწყვიტა რძისა და სხვა პროდუქტების იმპორტი ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურის რაიონიდან. იმპორტი შეწყდა ჰონკონგსა და ავსტრალკიაშიც. როგორც იაპონელი სპეციალისტები ვარაუდობენ იოდის დონის ზრდა სასმელ წყალში გამოიწვია კოკისპირულმა წვიმებმა. უნდა აღინიშნოს, რომ იოდის ეს დონე არ არის საშიში მოზრდილებისათვის.