იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორზე შექმნილი კრიზისის მოგვარებას 6-დან ცხრა თვე დასჭირდება. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ინციდენტი რეალურად იმაზე უარესი აღოჩნდა ვიდრე ფიქრობდნენ. ამის შესახებ პრემერ-მინისტრმა ნაოტო კანმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ფუკუშიმაზე ბოლო აღმოჩენები ტექნიკოსებს მიდგომების შეცვლას აიძულებს, რისი შედეგიც რეაქტორის დახურვა უნდა გახდეს. თუმცა იაპონიის პრემიერი იმედოვნებს, რომ დასახული ამოცანის ზუსტი დაცვით ბირთვულ სადგურზე კონტროლის აღდგენას შეძლებენ. როგორც ცნობილია, ფუკუშიმას რეაქტორზე კატასტროფა 11 მარტს იაპონიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამმა გამოიწვია.