დღემდე კოსოვო 69 სახელმწიფომ აღიარა
გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კოსოვოს მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადებით საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დარღვეულა. საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას არასავალდებულო ხასიათი იქნება. ანალიტიკოსების განცხადებით, ის ფაქტი რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით კოსოვოს დამოუკიდებლობა სამართლებრივად გაამართლა, ეს ბევრ ქვეყანას წაახალისებს და კოსოვოს აღიარების პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ასევე ეს დააჩქარებს ბელგრადსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკების დაწყებას. ამ დროისთვის კოსოვოს დამოუკიდებლობა 69 ქვეყანამ აღიარა, შეერთებული შტატების ჩათვლით.