დღეს კომპანიამ ყოველწლიური ბალანსი გამოაცხადა
„ბრიტიშ პეტროლიუმმა“ გასულ წელს მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის შედეგად 4,9 მეათედი მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა. ბოლო 18 წლის მანძილზე 2010 წელი პირველი წელი იყო, როცა კომპანის წლის ბოლოს დანაკარგები ჰქონდა.
ყოველწლიური ბალანსი კომპანიამ დღეს გამოაცხადა. 2009 წლის მონაცემებით „ბიპის“ შემოსავალი 13 მილიარდი დოლარი იყო.
გასულ აპრილს ჭაბურღილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ბარელი ნავთობი მექსიკის ყურეში ჩაიღვარა. „ბიპის“ გათვლებით, ჩაღვრილი ნავთობის ბოლომდე ამოღება კომპანიას 40 მილიარდი დოლარი დაუჯდება.