რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს

რეზოლუცია სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიის საკითხზე ვეტო დაადეს. რეზოლუცია სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების მიერ სირიელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას გმობდა და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა ქვეყანამ აშშ-ს, საფრანგეთის და გერმანიის ჩათვლით რეზოლუციას მხარი დაუჭირა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა რეზოლუციის ჩავარდნა დაგმო და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ დაკარგა ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობა სირიის კრიზისის დასრულების შესახებ. მისი თქმით, სირიის საკითხზე შეუთანხმებლობა გაეროს როლს ძირს უთხრის.