"კოსტა კონკორდიაზე" მონაცემების დისკი იპოვეს

"კოსტა კონკორდიაზე" მონაცემების დისკი იპოვეს

კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

იტალიის მედიის ცნობით, პოლიციის მყვინთავებმა ჩაძირულ საკრუიზო ლაინერზე მყარი დისკი იპოვეს, რომელზეც გემის მოგზაურობის მონაცემებია ჩაწერილი. ასევე დღეს, კიდევ ერთი დაღუპული ქალის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. როგორც იტალიის მედია იუწყება, ნაპოვნმა დისკმა შესაძლოა ნათელი მოფინოს "კოსტა კონკორდიას" დაღუპვის დეტალებს. კერძოდ, თუ რა როლი მიუძღვის კაპიტან ფრანჩესკო სჩეტინოს ლაინერის ჩაძირვაში.

290-მეტრიან „კოსტა კონკორდიას“ 13 გემბანი, 13 ბარი, 5 რესტორანი, 4 საცურაო აუზი და 500 აივნიანი სასტუმრო ოთახი ქონდა. კატასტროფა გასულ პარასკევს მოხდა. 4 000 მგზავრით დატვირთული ხომალდი ნაპირიდან სულ რაღაც 300 მეტრის მანძილზე რიფს დაეჯახა და მისი დიდი ნაწილი წყალქვეშ მოექცა.