ბრიტანეთის პრემიერი თანამშრომლობისთვის მზადაა

ბრიტანეთის პრემიერი თანამშრომლობისთვის მზადაა

ეს განცხადება ბრიტანეთის ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის წინ გააკეთა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ეს განცხადება ბრიტანეთის ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის წინ გააკეთა.

დევიდ კამერონი, რომელიც პრემიერად ა.წ. მაისში აირჩიეს, ჩინეთის პრემიერ მინისტრთან ვენ ძიაბაოსთან და პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან შესახვედრად დღეს გაემგზავრა. პეკინში მოლაპარაკების მთავარი თემები ვაჭრობა, განათლება, ენერგეტიკა და ეკონომიკა იქნება.

დევიდ კამერონს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლავს თან, სადაც ხელისუფლების წევრებთან ერთად ორმოცამდე ბიზნესმენიც შედის. ბატონი კამერონი ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტში.