პირდაპირი მოლაპარაკებები სექტემბერში დაიწყება

პირდაპირი მოლაპარაკებები სექტემბერში დაიწყება

შეხვედრა თეთრ სახლში შედგება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა განცხადება,რომ სექტემბერში ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერების პირდაპირი მოლაპარაკება შედგება. ეს პროცესი თეთრი სახლიდან დაიწყება. როცა ამერიკის დედაქალაქში ჩამოვლენ ბენიამინ ნათანიაჰუ, მაჰმუდ აბასი, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, იორდანიის მეფე აბდულა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი.

მოგვიანებით კლინტონი აბასსა და ნათანიაჰუს შეხვდება.მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ერთი წელი გაგრძელდება და მთავარი ამოცანა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა იქნება.