აშშ: სუდანი და სამხრეთ სუდანი ომში არ უნდა ჩაერთონ

ორივე ქვეყნის მთავრობას დაპირისპირების შედეგები გაანალიზებული აქვს.

აშშ-ის განცხადებით, სუდანის და სამხრეთ სუდანის მთავრობები ორი ქვეყნის საზღვარზე დაპირისპირების ესკალაციის არიდებას ცდილობენ.

ხუთშაბათს სუდანში გაეროს სპეციალურმა ელჩმა პრინსტონ ლაიმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობას დაპირისპირების შედეგები გაანალიზებული აქვს.

ბატონი ლაიმანის განცხადებით, სამხრეთ სუდანს მკაცრი გარანტიები სჭირდება იმისთვის, რათა ქალაქ ჰეგლიგიდან ჯარები გაიყვანოს. სანაცვლოდ იგი სუდანს საჰაერო რეიდების შეწყვეტას და ქალაქ აბიეიდან ჯარების გაყვანას ითხოვს.